Sunday, October 4, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს საბოლოოდ დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა და პრეზენტაციები გავაკეთეთ.საინტერესო იყო, მივიღეთ რჩევები. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი და დასრულებული სახე მივეცით. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, მაიას,  ძალიან ნაყოფიერი ტრენინგისთვის, ვუსურვებ წარმატებას.

Saturday, October 3, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევქმენით ახალი გვერდები ბლოგზე. დავასრულეთ დაუსრულებელი სამუშაოები. გავამზადეთ ფასილიტაციის კითხვარი. ძალიან დავიღალე!

Sunday, September 27, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ ბლოგის სახელის გადარქმევა, ბლოგზე სურათების განთავსება, თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Sunday, September 20, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმუშავეთ,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია. მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ნამუშევრები გადავიტანეთ დრაივში.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, September 19, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. გავაკეთეთ პროექტის ბუკლეტის ელექტრონული ვერსია. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე. ნამუშევრები გავგზავნეთ ტრენერთან.

Sunday, September 13, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  ძალიან ნაყოფიერი იყო. გავაკეთეთ პროექტის გეგმა, პროექტის ელექტრონული პრეზენტაცია.შევინახეთ დრაივში ჩვენი ნამუშევრები.

Saturday, September 12, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღეს წარვადგინეთ    ბუკლეტები.  ვორდში ნამუშევარი გადავიტანეთ ბლოგზე. გავაფართოვეთ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტებისთვის.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


                                    უ ხ ი ლ ა ვ ი     მ ზ ა რ ე უ ლ ი



ზოგადი კითხვა:
გააკეთეთ შედარება  - აისბერგი ანუ...

თემატური კითხვები:
1.რა მსგავსებას მოუძებნით აისბერგს და მიკროორგანიზმს?
2.რომელი  ორგანიზმები ეკუთვნიან მიკროოგანიზმებს?
3.რა აქვთ საერთო მიკროორანიზმებს?
4.ცხოვრების ნირის მიხედვით როგორი მიკროორგანიზმები იცით?

შინაარსობრივი კითხვები:
1.რა აქვს საერთო პურს და ღვინოს? მაწონს და მწნილს?
2.კიდევ რომელი პროდუქრების დასამზადებლად გამოიყენება მიკროორგანიზმები?
3.რომელი მიკროორგანიზმები აფუჭებენ ჩვენს საკვებს?
4.როგორ შევაფერხოთ მათი მავნე საქმიანობა ჩვენს სამზარეულოში?
5.რა პირობებია საჭირო რძემჟავა დუღილის და საფუარი სოკოების ცხოველქმედებისთვის საჭირო?

Sunday, September 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია.

6.09.2015.  დღეს წარვადგინეთ პროექტების მონახაზები. შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ გამოქვეყნება, საქაღალდეებში შენახვა.
 მივიღეთ დავალება: შევქმნათ ჩვენი პროექტის ბუკლეტი.

ლალი ბანცური

მუხრანის  #1  საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. სერტიფიცირება გავიარე ორივე საგანში. სკოლაში ვმუშაობ 1993 წლიდან.