Sunday, September 27, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ ბლოგის სახელის გადარქმევა, ბლოგზე სურათების განთავსება, თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
Sunday, September 20, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ბევრი ვიმუშავეთ,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია. მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ნამუშევრები გადავიტანეთ დრაივში.
Saturday, September 19, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. გავაკეთეთ პროექტის ბუკლეტის ელექტრონული ვერსია. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე. ნამუშევრები გავგზავნეთ ტრენერთან.
Sunday, September 13, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. გავაკეთეთ პროექტის გეგმა, პროექტის ელექტრონული პრეზენტაცია.შევინახეთ დრაივში ჩვენი ნამუშევრები.
Saturday, September 12, 2015
მესამე დღის რეფლექსია
დღეს წარვადგინეთ ბუკლეტები. ვორდში ნამუშევარი გადავიტანეთ ბლოგზე. გავაფართოვეთ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტებისთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
უ ხ ი ლ ა ვ ი მ ზ ა რ ე უ ლ ი
ზოგადი კითხვა:
გააკეთეთ შედარება
- აისბერგი ანუ...
თემატური კითხვები:
1.რა
მსგავსებას მოუძებნით აისბერგს და მიკროორგანიზმს?
2.რომელი ორგანიზმები
ეკუთვნიან მიკროოგანიზმებს?
3.რა აქვთ საერთო მიკროორანიზმებს?
4.ცხოვრების ნირის მიხედვით როგორი მიკროორგანიზმები
იცით?
შინაარსობრივი კითხვები:
1.რა აქვს საერთო პურს და ღვინოს? მაწონს და მწნილს?
2.კიდევ რომელი პროდუქრების დასამზადებლად გამოიყენება
მიკროორგანიზმები?
3.რომელი მიკროორგანიზმები აფუჭებენ ჩვენს საკვებს?
4.როგორ შევაფერხოთ მათი მავნე საქმიანობა ჩვენს სამზარეულოში?
5.რა პირობებია საჭირო რძემჟავა დუღილის და საფუარი სოკოების ცხოველქმედებისთვის საჭირო?
Sunday, September 6, 2015
მეორე დღის რეფლექსია.
6.09.2015. დღეს წარვადგინეთ პროექტების მონახაზები. შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ გამოქვეყნება, საქაღალდეებში შენახვა.
მივიღეთ დავალება: შევქმნათ ჩვენი პროექტის ბუკლეტი.
მივიღეთ დავალება: შევქმნათ ჩვენი პროექტის ბუკლეტი.
ლალი ბანცური
მუხრანის #1 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი. სერტიფიცირება გავიარე ორივე საგანში. სკოლაში ვმუშაობ 1993 წლიდან.
Subscribe to:
Posts (Atom)